|
2023-11-08 11:51:37, 782 ნახვა
პოლიტიკა
POLITICO - ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი კოლეგები დღეს, 8 ნოემბერს შეიკრიბებიან, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესი განიხილონ, მათ შორის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი. როგორც Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის წარმომადგენლები უკვე შეთანხმდნენ, რომ რეკომენდაციას გასცემენ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაზე იმ პირობით, რომ აღნიშნული ქვეყნები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით შესაბამის რეფორმებს გაატარებენ. გარდა ამისა, Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისიის კაბინეტის ხელმძღვანელები ვერ შეთანხმდნენ, დაიწყონ თუ არა გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. ცნობისთვის, დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანგარიშში განიხილება, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომლის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)