02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 23:59:48, 681 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი ზურაბიშვილზე - ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის

რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. 

წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის".

"რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის.. გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის !!", - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველას ესმის, რომ გია ვოლსკის განცხადებას "კაცობა არ ჰქვია".

მანამდე, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ "პოლიტიკოსთა ჯგუფი ადამიანის სიკვდილით გახარებულია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რაც არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics