|
2023-11-07 15:32:55, 793 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - მმართველი პარტიის შემაშფოთებელი ნაბიჯების მიუხედავად, არ შეგვიძლია, საქართველოს EU-ს კარი დავუხუროთ
ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ფოტიგას განცხადებით, ევროკავშირს არ აქვს უფლება, გაიმეოროს შეცდომები და პარტნიორები რუხ ზონებში დატოვოს. „გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები რუხ ზონებში. ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ იმპერატივს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შეფასებისას, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ. დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვას მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელია“, - წერს ფოტიგა.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)