05:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 15:38:11, 553 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რამენაირად ხელი შეუშალონ სტატუსის მინიჭებას

ოპოზიციონერებს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან ამ ოპოზიციურ ძალებთან, აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

ჩიქოვანი გამოეხმაურა სერგი კაპანაძის სტატიას და თქვა, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, „მათი მიზანია, ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის“.

„მათი მიზანია, რომ არმინიჭების შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში დესტრუქციისთვის. რამდენიმე აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ, თავის დროზე თვითონაც მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ხოლო დღეს ცდილობენ რამენაირად ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც გამოიხატება მათი მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით - "საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს", გამოცემა „თრანზიშნ მედია" აქვეყნებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics