|
2023-11-02 17:44:20, 556 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - იმედი მაქვს, გამოაშკარავდება ყველა სქემა, რომლითაც უცხოური დაფინანსება რადიკალიზმის წასახალისებლად გამოიყენებოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში დონორული დაფინანსების ნაწილი გაუმჭვირვალეა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. პაპუაშვილის თქმით, თანხის ნაწილი, მათ შორის, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდება. „ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ლოგოს სკანდალი, რვა თვე USAID-ის ლოგო გამოფენილი ჰქონდა ერთ-ერთ „ენჯეოს“, მათ შორის პროექტის მითითებით და არავინ წუხდებოდა ადგილზე. როცა ეს საკითხი გაირკვა, მათ შორის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული, ვნახეთ, რომ ლოგო წაიშალა იმ გვერდიდან. USAID-მა განცხადებაც კი მიუძღვნა ამას, რომ მათი ლოგოს არაავტორიზებული გამოყენება იყო. იმედი მაქვს, ისინი დაინტერესდებიან და შიდა მოკვლევაც ექნებათ, ამ „ენჯეომ“ რატომ მისცა თავს უფლება, იმ ორგანიზაციის ლოგო განეთავსებინა, ვისი დაფინანსებაც, როგორც ამბობენ, მათ არ ჰქონდათ, ასევე, მოკვლევა ექნებათ USAID-ის შიგნით, ადგილზე ვინმეს მხრიდან რაიმე გადაცდომა ხომ იყო ან ხომ არ არის ფინანსების ისეთი მოძრაობა, რომელიც გაკონტროლებული არაა, ხომ არ არის პროექტები, რომლებიც ფინანსდება, ასე ვთქვათ, გარვკეული შეფუთვით და მისი შინაარსი არის სხვა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მართლაც ახია იმ დონორებზე, რომლებიც მარტში ამბობდნენ, ყველაფერი გამჭვირვალე არისო. თავად მიუკაკუნა მათ ოფისებში იმ პრობლემამ, რომელზეც ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში დონორული დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი, სამწუხაროდ, არის გაუმჭვირვალე, ის გამოიყენება ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ნაწილი ამ ფულისა მათ შორის ხმარდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმის გაღვივებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ სიძლიერე მის სიმართლეშია. „ჩვენ ვხედავთ, ნელ-ნელა ეს სიმართლეც გამოდის სიცხადეზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რაში არის „ქართული ოცნების“ სიძლიერე, ჩვენი სიძლიერე არის სიმართლეში, ჩვენი სიმართლე ხანდახან ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის თავს ისევ გამოაჩენს ხოლმე. გავიხსენოთ მარტის აქციები, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ჯგუფი, ნაწილი, რომლებიც შეიყვანეს შეცდომაში, დააჯერეს, რომ ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს. ამ დონეზე იყო მაშინ ორგანიზებული ის პროპაგანდა, დეზინფორმაცია ქვეყნის შიგნიდან და გარედან, მაგრამ ახლა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვხედავთ, ყველა ერკვევა, მათ შორის უკვე დონორებიც ხვდებიან, რომ როგორც ჩანს, გარკვეულ ჯგუფებს ისინი შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ყველა ეს საკითხი გამოაშკარავდება, გამოაშკარავდება ყველა ის სქემა, რომლითაც ხდებოდა რადიკალიზმის დაფინანსება, რომლითაც უცხოური დაფინანსება გამოიყენებოდა რადიკალიზმის წასახალისებლად და შესაბამისად, დონორების მხრიდან ყოველი ასეთი სქემა ჩაიკეტება“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)