00:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 15:01:33, 645 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან, რომ EED-დან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში

განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც "იკვეთება როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED), რომელიც აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც კანონით აკრძალულია".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჰქონდათ გარკვეული შეხვედრები დახურულ კარს მიღმა და ეს შეხვედრებიც უმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება როგორც ცენტრალურ, ისე ლოკალურ დონეზე.

„ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბრები ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED) და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამ წყაროდან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში. 

მათ შორის, EED აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც პირდაპირ კანონით არის აკრძალული. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში.

გვქონდა გარკვეული შეხვედრებიც დახურულ კარს მიღმა და მათ შორის ეს შეხვედრებიც გვიმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება, ალბათ, ყველა დონეზე, როგორც ცენტრალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ოპტიმიზმისთვის, რომ აღარ გაგრძელდება ქვეყანაში უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში თვისობრივად შემცირდება ამ დაფინანსების მოცულობა, რაც მოდის უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის სასარგებლოდ საქართველოში. ჩვენს საზოგადოებას უნდა სიმშვიდე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics