|
2023-11-02 14:54:57, 554 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა მოცულობით ხდება უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების დაფინანსება - ეს შემაშფოთებელია
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში და რა მოცულობით ხდება უცხოური წყაროებიდან საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, პოლარიზაციის დაფინანსება. დღეს, ამ ინფორმაციის, დაახლოებით, 95% დახურულია საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც შეეხება „უცხოური დაფინანსების გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, "მთავარი მიზეზი, რატომაც არ უნდოდათ ამ კანონის მიღება, იყო სწორედ ეს - ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ინფორმაცია ექსტრემიზმის, რევოლუციის, პოლარიზაციის დაფინანსების თაობაზე, ამიტომ აპროტესტებდნენ კანონს". მისივე თქმით, მთავარია, რომ ამერიკელი მეგობრების მიდგომები იცვლება. „იცით, რომ წინა ელჩის პირობებში იყო განსხვავებული მიდგომები, იყო კონკრეტული ფაქტები, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროებიდან, თუმცა, ახლა ეს მიდგომები აშკარად იცვლება და ჩვენთვის მთავარი ეს არის, ამიტომ, არ გვინდა რაღაცეებს გამოვეკიდოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვალოს და ჩვენი დაკვირვებით, ეს მიდგომები რეალურად იცვლება. რაც შეეხება „უცხოური დაფინანსების გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ უნდოდათ ამ კანონის მიღება, იყო სწორედ ეს. ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ინფორმაცია ექსტრემიზმის, რევოლუციის, პოლარიზაციის დაფინანსების თაობაზე, ამიტომ აპროტესტებდნენ ასეთი გამალებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია უცხოური დაფინანსების თაობაზე, ეს ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე, მათ შორის საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში და რა მოცულობით ხდება ექსტრემიზმის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან საქართველოში, რევოლუციური პროცესების, პოლარიზაციის დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. დღეს, ამ ინფორმაციის, დაახლოებით, 95% დახურულია საზოგადოებისთვის. გახსოვთ მაშინ, როცა ეს კანონი განიხილებოდა, ატყუებდნენ ხალხს, თითქოს ეს ინფორმაცია ისედაც გამჭვირვალე იყო, სინამდვილეში ამ ინფორმაციის მაქსიმუმ 5%-ია გამჭვირვალე, დანარჩენი თავიდან ბოლომდე დახურულია. დღემდე არ აქვს საზოგადოებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი "ენჯეო" რა მოცულობით, რისთვის ფინანსდება. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)