06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 13:49:17, 638 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კარგი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში „ნაცმოძრაობა“ არ შემოვა, ყველანაირი ფორმით წავახალისებთ

კარგი იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ "რადიკალური" ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის "უკეთესი იქნება".

"თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარალემენტში. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა.

ყველანაირი ფორმით შეგვიძლია წავახალისოთ მათი არშემოსვლა პარლამენტში. 2017 წელს სლოგანი გვქონდა - რაც უფრო ნაკლები „ნაცი“ იქნება, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს, შიდა კინკლაობაზე, რაც „ნაცმოძრაობაშია“. ბუნებრივია, პრივილეგიებს იყენებენ. უფრო მეტიც, მათ უნდოდათ, ვიცე-სპიკერიც აგვერჩია მათი კვოტით, რათა კიდევ ერთი მანქანა, კაბინეტი მიეღოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყენებენ მატერიალურ პრივილეგიებს, რაც დაკავშირებულია საპარლამენტო მუშაობასთან, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს აკეთებენ ქვეყნის სასარგებლოდ", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics