|
2023-11-02 12:19:28, 624 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო - ალეკო ელისაშვილს დარბაზი დაატოვებინეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. სხდომაზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ელისაშვილს სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მხრიდან ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართ შეურაცხყოფაზე საუბარი სურდა, მაგრამ ამის საშუალება პაპუაშვილმა არ მისცა. "ფაქტი არის ერთი, რომ აქ, ამ დარბაზში ბატონი ბერაიას საქციელის და სიტყვის...", - განაცხადა ელისაშვილმა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯომარემ მას მიკროფონი გამოურთო. აღნიშნულის შემდეგ პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს "ნერვების დაოკებისკენ" მოუწოდა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. "ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები, არ არის საჭირო, გუშინ იქნა ეს საკითხი აქ ნათქვამი, პასუხი ყველამ მიიღო, არ არის საჭირო ზედმეტი ემოციები... დატოვეთ დარბაზი გაძევებული ხართ. ოქმში ჩანაწერი გააკეთეთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს დავატოვებინე დარბაზი", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულის შემდეგ, ბერაიამ აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)