06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 21:32:04, 762 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო და ხორვატია დარგობრივი თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრ ივან მალენიცას შეხვედრა თბილისში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების, ელექტრონული მმართველობის, აგრეთვე, პენიტენციური სისტემების ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით. იგეგმება სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გამოცდილების გაზიარების მიზნით.

რატი ბრეგაძესა და ივან მალენიცას შორის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics