06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 13:36:55, 703 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ბერაიაზე - თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა

რაც შეეხება "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს არ აქვთ მორალური უფლება, ვინმეს გადადგომაზე ისაუბრონ.

"ირაკლი ბერაიამ გააკეთა უკვე თავისი განცხადება და სინანული გამოხატა. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. მე ასევე ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ეს ადამიანები, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები, მათ შორის, საუბრობენ მაგალითად, ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მე მინდა გითხრათ, რომ მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევითა და არაეთიკური ქცევით. თუკი, ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი, პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან, შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვინმეს გადადგომაზე ისაუბრონ. მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics