|
2023-10-31 21:36:59, 821 ნახვა
პოლიტიკა
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ, ახალი მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს. "საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, ერთიანი სტატისტიკის წარმოების მიზნით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პირველად 2020 წელს მოეწერა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, სტატისტიკის სამსახურის ვებ-გვერდზე 2020, 2021 და 2022 წლების დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშები გამოქვეყნდა. ახალი მემორანდუმის გაფორმება „სპეციალური საგამოძებო სამსახურის" შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძებო მანდატი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გავრცელდა. მემორანდუმის ფარგლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულყოფილი, ზუსტი და სარწმუნო სტატისტიკის წარმოება გაგრძელდება. მემორანდუმით გათვალისწინებული უწყებების ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში არსებულ შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს და ამასთან, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების დაძლევას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ახალ მემორანდუმზე ინტენსიური მუშაობა პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ევროპის საბჭოს და უწყებებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში. მემორანდუმი ქართულ და ინგლისურ ენაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა : https://www.geostat.ge/media/57914/Memorandum-ENG-.pdf
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)