07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 12:53:03, 495 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანამ რეფორმების განსახორციელებლად ყველაფერი გააკეთა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულებული იყოს. პროცესი მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმების განხორციელება და მისასალმებელია ის პოზიტიური ნაბიჯები, რასაც სტატუსთან დაკავშირებით ვისმენთ, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსს საქართველო თავიდანვე იმსახურებდა, თუმცა ვიცით, რომ არასამართლიანად მოგვექცნენ და არ მოგვცეს სტატუსი. რაც შეეხება მომავალს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რატომ არ უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი. ჩვენს მეგობრებთან ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ რეფორმების განსახორციელებლად. რამდენიმე დღის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს გრძელვადიანი სამუშაო გეგმაა. პროცესი გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული არასამთავრობოები და პოლიტიკოსები კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს ხელს „ყველანაირად უშლიან“.

„შეიძლება ეს ყველაზე არ ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ამ რთულ გზაზე ვხედავთ, რომ არსებობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, თუნდაც NGO-ების წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნულ პროცესს, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და როგორმე საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics