|
2023-10-28 15:28:36, 694 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ ქვეყანა დაზიანდეს, თვლიან, რომ დაზიანებული ქვეყანა ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა
დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციის შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ ჯობია გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ის განცხდებები, რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ, ამაში გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, "ამ ადამიანებს ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს. თვლიან, რომ დაზიანებული ქვეყანა ამ ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა. არ ფიქრობენ ქვეყანაზე, ფიქრობენ საკუთარი ხელისუფლების უკან დაბრუნებაზე". „ოპოზიციის უდიდესი ნაწილი თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მორიგი წარმატება და მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. ეს იყო ერთადერთი და მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რითაც ისინი საქართველოს ამ გზაზე ყველანაირად უშლიან ხელს საერთაშორისო დონეზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის პერიოდშიც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საქართველოსთვის ეს წარმატებული ნაბიჯები არ შემდგარიყო. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს დღესაც. ვხედავთ, რომ ამ ფონზე ახალი პროპაგანდისტული ტრენდის გაჩენას ცდილობენ - რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენ მოგვანიჭებს [კანდიდატის სტატუსს] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)