|
2023-10-27 14:45:13, 745 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ოპოზიციას - სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი - „დაყავი და იბატონე“, ერთმანეთთან შეტევებს თავი დაანებეთ
მოვუწოდებ ყველას, იყვნენ კოორდინირებული და ერთმანეთთან შეტევებს დაანებონ თავი, იმიტომ, რომ ეს ხომ სხვისი თამაშია, სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი - "დაყავი და იბატონე", - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას ოპოზიციის წარმომადგენლებს. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ "სისტემის შეცვლას" ერთიანობით უნდა მიაღწიოს. "ახლა დრო არის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის, ახალი ხალხის შემოსვლის და საზოგადოების გამზადების გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის თავისი საბოლოო არჩევანის დასამტკიცებლად. არჩევანი ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს. წინა სამი არჩევნები მთავრობამ უკვე წააგო და ახლა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ აღარ გარისკოს და ელექტრონულად დაიწეროს, არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ამისთვის საჭიროა, ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა კი არა, ყველას ჩართვა. მოვუწოდებ ყველას, ამ საქმეში იყოს კოორდინირებული და ერთმანეთთან შეტევებს დაანებონ თავი, იმიტომ, რომ ეს ხომ სხვისი თამაშია, სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი, რომ "დაყავი და იბატონეს" - პრიმიტიული ვარიანტი... სისტემის შეცვლას უნდა მივაღწიოთ ყველამ ერთად, ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, რომ დავაქორწინოთ ერთმანეთთან სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები თუ პიროვნებები პოლიტიკაში ვინც არის, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ ამ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით და მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი, მოახდინოს ხმების დათვლაში პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა", - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)