10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 16:20:08, 532 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა, იმედია, ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს არ დაადებს

„მაუწყებლობის შესახებ“ პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა. იმედია, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს არ დაადებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მადლობას უხდის საქართველოში ევროკავშირის ელჩს იმისთვის, რომ მან ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობას ეხება.

„ბრიუსელში სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტი ოპოზიციასაც აქვს და ძალიან კარგად იციან, რომ ეს პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა და კანონპროექტი სიტყვასიტყვით ისე იყო გაწერილი, როგორც ევროკომისიასთან კომუნიკაცია იყო. მინდა, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადო, რომ მან ამ პროგრესს ხაზი გაუსვა. იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც იყო ნახსენები და მან ქალბატონ სალომეს კანონთან დაკავშირებული საკითხი აუხსნა, რადგან ვიცით, რომ ოპოზიციის მხრიდან მოწოდებაა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის დირექტივას ვეტო დაადოს. იმედია, ევროკავშირის ელჩთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა და ისეთ ვითარებას და პარადოქსს არ ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics