|
2023-10-25 20:46:03, 588 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე - ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, დიდი ოპტიმიზმით ველოდები
ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, დიდი ოპტიმიზმით ველოდები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჟურნალისტს შეკითხვას. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს იმ "პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, უკრაინას და ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ შედარებით საქართველოსთან". "ჩემი მოლოდინი არის შემდეგი: ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს, ასევე უკრაინას და ბოსნია ჰერცოგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ, შედარებით საქართველოსთან, მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნად მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ რომ ჩვენ სისტემატიურ კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან. მე ისიც ვთქვი ჩემს გამოსვლაში, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. იყო მთელი რიგი დაზუსტებები, ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში, კიდევ უფრო, საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღინიშნა ჩემს შეხვედრებში", - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)