10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 17:15:33, 647 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 8 ნოემბერს ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს - ახლა ერთიანობის დროა

8 ნოემბერს, ჩვენ პირველად ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს რეკომენდაციებით - ახლა არის დრო ერთიანობის, რათა ყველამ ერთი მიმართულებით იმუშაოს, იმუშაონ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანდიდატის სტატუსის  მხარდასაჭერად აქტიურად იმუშაოს.

"საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მე და ჩემი ევროპელი კოლეგები მოგვიწვია, რათა ესაუბრა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მას მომდევნო რამდენიმე კვირასთან დაკავშირებით აქვს. ეს კვირები საქართველოსთვის ნამდვილად გადამწყვეტი იქნება. 8 ნოემბერს, ჩვენ პირველად ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს რეკომენდაციებით და წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპის 27 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი გეგმავს, რომ იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. ევროკავშირის აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, სადაც ჩვენ გვჭირდება ყველა მხარის ძალისხმევა, რათა დაარწმუნონ 27 ქვეყნის ლიდერები, რომ საქართველომ განიცადა საკმარისი პროგრესი კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. ახლა არის დრო ერთიანობის, რათა ყველამ ერთი მიმართულებით იმუშაოს, იმუშაონ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, დღეს, 25 ოქტომბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics