21:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 11:45:15, 602 ნახვა

სამართალი
ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშომლებმა ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში. 

"მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალის მიმდებარედ, მდინარე დებედას კალაპოტში, მოქალაქეები ელექტროშოკური მოწყობილობისა და მოსასმელი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 1 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეს, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 7,280 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი. 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, მოქალაქე, მდინარე რიონზე ახდენდა თევზჭერას ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით.  

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები, გასაბერი ნავებიდან თევზჭერისას, ასევე იყენებდნენ ელექტროშოკურ მოწყობილობებს. 

უკანონოდ მოპოვებული თევზი, ასევე ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics