11:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 13:03:53, 1748 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის დაზვერვა - კრემლმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადაიყვანოს

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

როგორ სკიბიცკი ამბობს, თავდაპირველად, რუსებმა გემების ნაწილი ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, თუმცა "იქაური პატარა პორტი ვერ იტევს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემს, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა, ამ მიზნისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გამოეყენებინა".

სკიბიცკის თქმით, რუსებმა ოკუპირებულ ოჩამჩირეში პორტის ინფრასტრუქტურა აღადგინეს და ფსკერის გაღრმავების სამუშაოებიც ჩაატარეს.

"ქალაქ ოჩამჩირეში, აფხაზეთში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. რუსებმა იქ ფსკერის გაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს, პორტის ინფრასტრუქტურა განაახლეს, რათა აქ განლაგებული სამხედრო ხომალდები უზრუნველყოფილი იყოს, თუმცა ეს მაინც პატარა ადგილი იქნება", - განაცხადა სკიბიცკიმ.

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.

ინფორმაციას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვეს, რომ "შეშფოთებას გამოთქვამენ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics