12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 15:29:08, 835 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - გახარიას მუქარა დასრულებაზე ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა

გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე "ქართული ოცნებისა" და ენმ-ის "დასრულებასთან" დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

წითლიძის თქმით, "გახარიამ პასუხი უნდა აგოს მათ შორის 20 ივნისისა და ია კერზაიას საქმეებზე".

„გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. გახარიამ, მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე; გახარიამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მაგალითად პასუხი გასცეს იმას, რომ როდესაც თვითონ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის აგენტურული ქსელი იქმნებოდა",- ამბობს წითლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics