|
2023-10-23 14:29:51, 954 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ხელისფლებას - ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ, გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას
ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ხელისუფლებას. გახარიას თქმით, ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს, "მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის". "ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან. ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით. ეს მკაფიოდ ჩანს აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაშიც, სადაც საქართველოს მთავრობას პირდაპირ სთხოვენ რეფორმების გატარებას, რასაც ის არ აკეთებს. კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიღებული აქვს და ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლის დამსახურებაა, ასევე თავად ევროკავშირის ძალისხმევის, რომელიც გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით არ გვტოვებს რუსეთთან პირისპირ; ისინი ითვალისწინებენ იმასაც, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანა იყო სტატუსის კანდიდატთა სამეულში (საქართველო-უკრაინა-მოლდოვა), მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ლიდერობა დაგვაკარგინა. საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, შეწყვიტოს ქართველი ხალხის დამსახურების საკუთარ დამსახურებად მონათვლა და გვითხრას როდის დაეწევა საქართველო მოლდოვას და კონკრეტულად როდის დაიწყება გაფართოებაზე მოლაპარაკება საქართველოს და ევროკავშირს შორის", - განაცხადა გახარიამ, რომლის მიმართვასაც პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)