12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 14:16:47, 703 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი - თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და აღნიშნულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

როგორც დანიგანმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და აღნიშნულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ“,- განაცხადა რობინ დანიგანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics