12:00 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 16:54:15, 640 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - ევროკავშირი, პირველ რიგში, ზუსტად წევრი ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანებაა

კარგი რომ არის ეკონომიკურადაც, ფასეულობებითაც და რომ ვიზიარებთ, ამიტომ გვინდა ევროკავშირში წევრობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კომენტარის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ბოჭორიშვილმა შეაფასა გერმანიის ელჩის კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უპირველესად, ეკონომიკური კავშირია,  ფიშერის თქმით კი, ის თანხმება "საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს, მაგრამ ევროკავშირი არ არის, ძირითადად, ეკონომიკური კავშირი."

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირი პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელსაც თან ახლავს საფუძვლები, რომლებზეც ევროკავშირი დგას.  

"ევროკავშირი კარგად ვიცით, რა კავშირიც არის - ევროკავშირი, პირველ რიგში, ზუსტად არის წევრი ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც, რა თქმა უნდა, თან ახლავს ის საფუძვლები, რომელზეც დგას ევროკავშირი, რაც განსაზღვრულია შესაბამის შეთანხმებებში," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ოპოზიციის მცდელობაზე, "დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ ქვეყნის ისეთი სტრატეგიული მიზანი, როგორიც ევროპული მომავალია".

"სამწუხაროა, რომ პოლიტიკური რესურსისგან იმდენად დაცლილია ჩვენი ოპოზიციური ფრონტი, რომ მათ მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ თავში: კანონიერი ჩარჩოების მიღმა, როგორ მოახერხონ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. არც ერთი საკითხის გამოყენებას არ ერიდებიან ამ მიზნისთვის.  ვხედავთ, როგორ იყენებენ ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებსაც კი, როგორიც არის ევროპული მომავალი, მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ შექმნან დესტაბილიზაცია და დესტაბილიზაციის ფონზე შეძლონ ხელისუფლების ხელში ჩაგდება",  -დასძინა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics