12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 22:08:57, 600 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შესაძლებელი იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროკავშირი ჰქვია

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპულ მომავალს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიშის გამოქვეყნებას.

მისი თქმით, საქართველოში ვიზალიბერალიზაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გადაიდგა. თუმცა, ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ
ყველაფერი, რაც დაწყებული გვაქვს ბოლომდე მივიყვანოთ. ზოგადად, ევროინტეგრაციის გზა  ბევრი კომპონენტისგან შედგება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროპას, ევროპულ მომავალს. ზოგადად, ჩვენი მსოფლმხედველობით ევროპელები ვართ. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შესაძლებელი იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროკავშირი ჰქვია”, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics