|
2023-10-20 21:47:30, 636 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე დანილოვის განცხადებაზე - ძლიერი ეკონომიკითა და მშვიდობის შენარჩუნებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუდმივად ისმის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ მან მედიასთან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოხდება. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ჩვენი ხედვა და პოლიტიკა. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრება. დარწმუნებული ვარ, იმ პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მომავალში ამას მივაღწევთ", - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, დანილოვმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)