|
2023-10-20 21:31:08, 664 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. კალაძის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებული ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. „სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს. უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)