|
2023-10-19 17:49:01, 838 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - ძალიან ცუდ სიგნალს აგზავნი ევროპაში, როცა ცდილობ, იმპიჩმენტი პროევროპელ პრეზიდენტს მოუწყო
ძალიან ცუდ სიგნალს აგზავნი ევროპაში, როცა ცდილობ, იმპიჩმენტი პროევროპელ პრეზიდენტს მოუწყო,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. გრეგოროვას თქმით, "ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ მომავალში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ამისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებს. "იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის გამო მოხარულები ვართ. ეს აგზავნის ძალიან ცუდ სიგნალს ევროპაში, როცა ცდილობ, იმპიჩმენტი პროევროპელ პრეზიდენტს მოუწყო. რაც მან გააკეთა, შეიძლება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მას შეუზღუდეს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყნებში და ლიდერებს ესაუბროს. საკითხავია, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ვშიშობ, რომ ეს "ქართული ოცნების" შიშის ბრალია, რომ მომავალში ევროკავშირის წევრები გახდებიან, რადგან ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ ასე არ მოხდეს. ეს პროცესი ქვეყნისთვის ძალიან ნეგატიურ სურათს ხატავს. რადგან ეს იყო პრეზიდენტის ბლოკირება არ გაემართა შეხვედრები ევროკავშირში. საქართველოში ყველამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის",- განაცხადა გრეგოროვამ. შეგახსენებთ, გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)