09:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 13:47:00, 687 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველა, ვინც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს გააპროტესტებს, აღიარებს, რომ რევოლუცია სურს

ვინც გააპროტესტა ან გააპროტესტებს ამ კანონპროექტს, რომელიც უკავშირდება შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწესრიგებას, ყველა არის რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას.

კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ რევოლუციის მხარდამჭერია".

„სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი. ყველა სხვა, ვინც გააპროტესტებს ამ კანონს პირდაპირ აღიარებს იმას, რომ მათ სურთ რევოლუცია ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს სიმშვიდე. ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას გვსურს სიმშვიდე და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონპროექტი ზუსტად ამ მიზანს უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics