14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 13:27:00, 748 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია

შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის "ეშინია".

"საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი კონსტიტუციის თანახმად. მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა, სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი, მაგრამ რატომ არ აფინანსებდა ის ბიუჯეტიდან არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო  ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია. და ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასცემდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics