|
2023-10-19 12:18:57, 744 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ
ეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ სალომე ზურაბიშვილზე,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოძის თქმით, "პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში პოლიტიკური მართლმსაჯულების მექანიზმია". "ეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ ვიზიტზე თუ არა სხვა რამეზე. მე ეს გუშინ ძალიან მენიშნა. საერთოდ კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე, უკვე გასაგებია. პროკურატურა არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში და ამიტომ, ვიზიტზე თუ არა, რამეზე აუცილებლად აღუძრავენ საქმეს. ეს არის მათი მოლოდინიც, ბიძინა ივანიშვილისაც და ყველაფერს გააკეთებს პროკურატურა",- განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 19 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს იძენდეს".
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)