14:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 16:58:46, 611 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დღეიდან შემდეგი 1 წელი ზურაბიშვილი არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი იქნება

დღეიდან შემდეგი 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურას ორი მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. 

"იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი ეს არის, რომ დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი და მძიმე დარღვევა, რასაც სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება. მეორე, კიდევ ერთხელ ვიხილეთ, იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის.

ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ნიშნად. შესაბამისად, დღეიდან შემდეგი 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება მხოლოდ ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. 

პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics