|
2023-10-18 12:44:06, 682 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტს - „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბილბორდებზე ჩაგენაცვლნენ
თქვენ "პატარა კაცები" უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს და ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზუტაბიშვილის პარლამენტის პლენარულ სხომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს "პატარა კაცი" არ უწოდებია ნიკა გვარამიასთვისაც კი. "თქვენ "პატარა კაცები" უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს და ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე. რატომ? იმიტომ, რომ არვის არ უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ და არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცი თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებებს და დღეს სადაც ხართ კი ვხედავთ. ხალხმა თქვენ სხვადასხვა მიზეზით აგირჩიათ. ერთ-ერთი იყო, რომ არ უნდოდათ "ნაციონალი" პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეპუტატების მიმართ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა - გამოიყენა სიტყვები "პატარა კაცები". მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს "პატარა კაცი" არ უწოდებია გვარამიასთვისაც კი თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ... აქ ხომ რეალურად ჩანს, რაშიც არის საქმე და სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად - კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში",- განაცხადა კობახიძემ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)