|
2023-10-17 23:13:35, 583 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც ის ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი რუსეთის მოქალაქე ჰყავდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ დასკვნით სიტყვაში მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ თავდაცვის მიმართ ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ კრიტიკული შეკითხვებით შემოიფარგლა. მან გამოყო რამდენიმე კრიტიკული კითხვა, მათ შორის, ისაუბრა სალომე სამადაშვილის ბრალდებასა და „გირჩის“ წარმომადგენლების მოთხოვნაზე. „ფაქტობრივად, არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა დღევანდელ „მინისტრის საათს“. მათ დასვეს კრიტიკული შეკითხვები, რომ ავიღოთ რამდენიმე ყველაზე კრიტიკული შეკითხვა, აქედან გამომდინარეც შეიძლება იმსჯელოს ჩვენმა საზოგადოებამ თუ რა შეკითხვები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას - სალომე სამადაშვილი გვაკრიტიკებს, თითქოს, ჩემს შვილს ბიზნესი აქვს ვინმე რუსეთის მოქალაქესთან, მაშინ, როდესაც ის ელჩი იყო ბრიუსელში და მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე. მეორე, „გირჩის“ კრიტიკა, რომ 50-ლარიანი წვევამდელების ანაზღაურება გავზარდეთ 560 ლარამდე და რატომ არ არის ანაზღაურება 1200 ლარი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულობა უწყებას მეტ მოტივაციას აძლევს, რომ აბსურდული კრიტიკის სივრცეც არ დარჩეს.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)