10:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 22:42:50, 682 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ზურაბიშვილს სურდა, EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის ემუშავა, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაცაა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას გამოეხმაურა .

იუკნევიჩიენეს თქმით, "სალომე ზურაბიშვილს სურდა, EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის ემუშავა... ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაცაა".

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქით უნდა მოხდეს და მთავრობის იმპიჩმენტი უნდა ხდებოდეს, რადგან ისინი საშუალებას არ აძლევდნენ პრეზიდენტს, საკუთარი უფლებები განეხორციელებინა. სალომე ზურაბიშვილს სურდა, რომ ევროპის დედაქალაქებში ჩამოსულიყო, ასევე ევროპარლამენტში და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ემუშავა, მაგრამ მთავრობამ მისი ეს ვიზიტები დაბლოკა. მე ასეთი რამ არასდროს გამიგია, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში აეკრძალათ პრეზიდენტისთვის, ემოქმედა როგორც პრეზიდენტს. ეს ძალიან ცუდი მესიჯია ევროპის დედაქალაქებისთვის და ყველა გაკვირვებული იქნება.

რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერის თანხმობის გარეშე მოხდეს. ასე რომ, ეჭვი არ მეპარებს, რომ ეს არის მმართველი პარტიის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია უკვე დაზიანებულია და შთაბეჭდილება იქმნება, რომ მმართველ პარტიას არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება. სხვა დასკვნა შეუძლებელია გაკეთდეს მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტს გაუკეთეს", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics