15:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 20:35:21, 643 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე შეუწყვიტა.

"პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს" - ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics