18:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 18:59:47, 668 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის წარმომადგენლები - სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები ერთი-ერთში გაიზიარა

არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით... სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი საგანგებო ბრიფინგზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და აღნიშნავენ, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაედგინა. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ, კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან დაკავშირებით და კონსტიტუციის 52 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიმართებით. ბუნებრივია ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით  დასკვნას, დროის სიმცირიდან გამომდინარე დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა გადავხედე ძირითად დასაბუთებას და დასკვნა არის ტენდენციური და პირდაპირ თქვა, რომ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად ყველა საკითხში,  52  მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში. 

საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო ძირითად არგუმენტებს აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და პარლამენტმა არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კოპალეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics