|
2023-10-16 16:52:29, 538 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კეზერაშვილზე - ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება მისი პარტნიორების გზას გაუყენონ
ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნებშიც დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და „მარჯვენა ხელები“ და ეს არის ერთ-ერთი ამის მორიგი მაგალითი. საინტერესოა რომ, ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა და გვაქვს ჩვენ საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „გლობალურ ომის პარტიას“, მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს,- ასე უპასუხა ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ალბანელი მულტიმილიონერის დაკავებისა და დავით კეზერაშვილის თაობაზე დასმულ შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, "დავით კეზერაშვილს ყველაფერი ეპატიება, რადგან მისი ხელით გლობალური ომის პარტია საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, შესაბამისად, ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გლობალური ომის პარტიის ხელში". „სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება, აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება: ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. ყველაფერი ეპატიება, იმიტომ, რომ მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, აფინანსებს „ენჯეოებს“, მედია საშუალებებს. ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა. ვიდრე დასჭირდებათ, მანამდე გამოიყენებენ, იხმარენ. როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება ისიც გაუყენონ მისი პარტნიორების გზას",- განაცხადა კობახიძემ.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)