|
2023-10-16 16:25:03, 551 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მელია უთავმოყვარეო კაცია - უნდათ გარიცხონ, უნდათ გააგდონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია
მელია არის უთავმოყვარეო კაცი. ამდენი ხანი, ფაქტობრივად, ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვას აპირებს. როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეა. "მელია არის უთავმოყვარეო კაცი. ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას. ხაბეიშვილი რომ მოგიგებს არჩევნებს და მაინც არ გადიხარ იმ პარტიიდან, რა თავმოყვარეობაზეა საუბარი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, მელია არავითარი ფაქტორი არ არის, არც პლუსი, არც მინუსი, არაფერი რამე განსაკუთრებული ცვლილების შეტანა ამ ყველაფერს არ შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, ეს არის მათი შიდა საქმე, უნდათ გარიცხონ, უნდათ გააგდონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია. ეს პროცესი კარგია. ამ შიდა დაპირისპირებებით ჩამოსცდნენ უკვე 20 პროცენტს და იმედია, 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან, ასე მიუახლოვდებიან საპარლამენტო არჩევნებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)