|
2023-10-14 13:12:47, 687 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - საპარლამენტო ასამბლეაში თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, არის ქალბატონი დეკანოიძე
მინდა გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, რომელიც ეხება იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ საშუალებას არ აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ეს არის აბსოლუტური ტყუილი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, „თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, ეს არის ქალბატონი დეკანოიძე იმიტომ, რომ ის ართმევს საკუთარ ადგილს დელეგაციაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ კანონის მიხედვით აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ ქალბატონი დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ქალბატონ ბოკუჩავას. ამას გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სხვა წარმომადგენელიც, რომელიც არის ბატონი აკაკი მინაშვილი, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა სესიაზე და არც არცერთ სესიაზე ყოფილა. აქედან გამომდინარე, თითქოს საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს რამეს უკრძალავს არის აბსოლუტური ტყუილი“. ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპულ საბჭოში იმყოფება და აღნიშნა, რომ "გაუგებარია ის ტყუილი, რაც ზოგიერთმა ტელევიზიის წარმომადგენლებმა მოიგონეს". „ჩემთვის გაუგებარია ის ტყუილი, რაც მოიგონეს ზოგიერთმა ტელევიზიის წარმომადგენლებმა და ეს ტყუილი რეალურად რამდენიმე საათიანი ტყუილია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დელეგაციები მონაწილეობენ სხვადასხვა შემადგენლობით. ამ ჯერზე, საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეობდა მხოლოდ ქალბატონი ქეთევან თურაზაშვილი, ჩვენი სხვა წევრები იმყოფებოდნენ თბილისში, ზოგიერთი მათგანი იმყოფება პოლონეთში, აკვირდება არჩევნებს, მანამდე იმყოფებოდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და შესაბამისად ეს არის აბსოლუტური ტყუილი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)