19:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 15:31:09, 786 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი ძალიან ძლიერი სიგნალია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი ძალიან ძლიერი გზავნილია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს მხარდამჭერია.

"ერთის მხრივ, ეს ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერის და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სამთავრობოთაშორისო შეხვედრა, რომელიც მინისტრების მონაწილეობით გაიმართება, გააძლიერებს ორ შესაბამის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობას და ახალ იმპულსს მოიტანს სამთავრობო თანამშრომლობის მიმართულებით.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. უნგრეთი ყოველთვის იყო, არის და აუცილებლად იქნება მომავალშიც ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ევროკავშირთან, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და მობილიზებას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისა იმ მიმართულებით, რომ ინდივიდუალურად არის საჭირო ჩვენთვის კონკრეტული ქვეყნის ერთი ხმა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივ ფორმატებში შესაბამისი წევრი ქვეყნების მობილიზება ამ მიმართულებით",- განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ, 10 ოქტომბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics