|
2023-10-06 19:15:11, 596 ნახვა
პოლიტიკა
სახდეპი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ახალ კანონს გამოეხმაურა. დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მტკიცედ დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებები. "შეერთებული შტატები რჩება გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მტკიცე დამცველად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლებები. იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მოქალაქის ხმა - განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა - იყოს გაგონილი, არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი ელემენტი და ის დაეხმარება საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)