19:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 16:43:22, 543 ნახვა

პოლიტიკა
ლაიენი საქართველოზე - კიდევ ბევრია გასაკეთებელი, გამოიყენეთ შესაძლებლობა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში

კიდევ ბევრი გასაკეთებელია... გამოიყენეთ შესაძლებლობა, გააგრძელეთ წინსვლა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ლაიენის თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის "ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი".

"ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ გასაკეთებელია. მთავარი გზავნილია, რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელოთ წინსვლა, იყოთ მკაფიო რეფორმების განხორციელების და იმ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, რომელზეც შევთანხმდით", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics