|
2023-10-06 15:31:16, 492 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საუბრობენ ჩვენი და ენმ-ის ალიანსზე, როცა გახარიას და „ნაცმოძრაობას“ კოალიცია აქვთ ჩამოყალიბებული ოთხ მუნიციპალიტეტში - ჩვეულებრივი მატყუარები არიან
ჯერ დაშალოს გახარიამ ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ და მერე ილაპარაკოს სხვა რაღაცეებზე. ისინი ალიანსში არიან ერთმანეთთან, სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტიაა „ნაცმოძრაობა“, გახარია, „ლელო“ და ა.შ. ჩვეულებრივი აგენტურაა, უცხოელი აგენტები არიან, საერთო პატრონი ჰყავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის სრული ალიანსია. „ეს არის ჩვეულებრივი თამაში, სინამდვილეში აქ არის სრული ალიანსი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას - „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე სრული ალიანსია პარტია „ნაცმოძრაობასა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ პარტიას - გახარიას პარტიას შორის. ეს გადალაპარაკებები და შელაპარაკებები არის საზოგადოებისთვის საჩვენებლად, თითქოს მათ არ აქვთ ალიანსი, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, არიან ჩვეულებრივი აგენტურა, აგენტები რომლებიც პირდაპირ არიან დაპირისპირებული ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. არაფერი განსხვავება არ არის ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილს და სხვა პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)