23:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 00:04:09, 1061 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი კუპიანსკის დაბომბვაზე - მორიგი საზარელი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

მორიგი საზარელი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კუპიანსკის რაიონში რუსი სამხედროების თავდასხმას.

ბორელის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულია და ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება დასჯილი.

ამასთან, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უაღრესად აფასებს უკრაინელი ხალხის ძალას, გამბედაობასა და წინააღმდეგობას.

„მორიგი საზარელი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გარდა ყოველდღიური განურჩეველი თავდასხმებისა, რომელსაც რუსეთი განაგრძობს ფრონტის ხაზთან“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics