20:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 22:16:47, 613 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ოჩამჩირის ბაზაზე - ეს არის ოკუპაციის შედეგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება “ოკუპაციის შედეგია”.

"მათ [დისკუსიის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს] მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.  იცით, რომ გახდა ცნობილი, რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ  ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას.
ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და  ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics