|
2023-10-05 16:02:45, 662 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - რუსეთმა დაზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა - ახლა კი ცდილობს, რომ უკრაინის სხეულს ნაწილები მოაშოროს
რუსეთმა დაზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა, ახლა კი ცდილობს, უკრაინის სხეულს ნაწილები მოაშოროს. ყველა ერი, რომლის წინააღდეგაც რუსეთი მოქმედებს რამე გზით, ყველა ქვეყანა განიცდის ჩარევას ან შეჭრას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, შეენარჩუნებინა კონტროლი მეზობელ ერებზე ომების დაწყებითა და მათი გაყინვით. მისივე განცხადებით, 2028 წელს, ის, შესაძლოა, თავს სხვა ქვეყნებსაც დაესხას. "რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს უახლოესი წლებისთვის, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით საშიშია. თუ იქნება რამე პაუზა უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში, სიტუაციის გაყინვა, მაშინ დადგება ახალი კრიტიკული მომენტი - 2028 წელი. თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის საშუალება, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს, აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ დავურღვიეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის გარდა, ეს ქვეყნები სწორედ ბალტიის ქვეყნებია და სწორედ ის ქვეყნებია, რომელთა ტერიტორიაზეც რუსული კონტინგენტებია... რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, შეენარჩუნებინა კონტროლი მეზობელ ერებზე ომების დაწყებით და ომების გაყინვით. რუსეთმა დაზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა, ახლა კი ცდილობს, უკრაინის სხეულს ნაწილები მოაშოროს. ყველა ერი, რომლის წინააღდეგაც რუსეთი მოქმედებს რამე გზით, ყველა ქვეყანა განიცდის ჩარევას ან შეჭრას. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად გაერთიანებული, განსაკუთრებულ თანამშრომლობაში. ყველას გვჭირდება დახმარების ფორმატი იმ ერებისთვის, ვისი სიცოცხლის განადგურებაც უკვე სცადა რუსეთმა - რომ რუსეთმა ნანგრევების გავრცელება ვეღარსად შეძლოს. ყველა ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური მხარდაჭერა, უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთს აღარ გაუჩნდეს მათი სუვერენეტეტის დარღვევის სურვილი“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)