23:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 11:18:28, 909 ნახვა

სამართალი
ირინა იმერლიშვილი იმპიჩმენტზე - რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ - იმედია, ჩემი კოლეგებიც ასე მოიქცევიან

მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

იმერლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგა მოსამართლეებიც "ზუსტად ასე მოიქცევიან".

"მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ. დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ზუსტად ასე მოიქცევიან. ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად იმიტომ სვამენ ამდენ შეკითხვას, რომ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. არცერთი შეკითხვა არ დასმულა, რომელზე პასუხისთვისაც მხარეებს თავი აერიდებინათ. ასეთი შეკითხვა არ დასმულა, თუმცა მათ აქვთ უფლებაც, რომ არ გვიპასუხონ“,- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მესამე დღეა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics