|
2023-10-04 13:43:54, 629 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა მიქანაძეს - ღია მცდელობაა, საქართველოს მოქალაქეებს თავს რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია მოახვიოთ
სუს-ის ბოდვის გამოყენება, როგორც საფუძველი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევისთვის, არის უკანონო და თქვენ რასაც გვთავაზობთ დღეს, არის მორიგი თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე, არამედ ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე იმიტომ, რომ ეს არის მორიგი ღია მცდელობა, საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიოთ რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია,- ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ქართულ ოცნების" დეპუტატს, გივი მიქანაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ბოკუჩავას თქმით, "დრაკონული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს კარვების აკრძალვას, ვერაფრით შეაშინებს ქართველ ხალხს". "სუს-ის ბოდვის გამოყენება, როგორც საფუძველი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევისთვის, არის უკანონო და თქვენ რასაც გვთავაზობთ დღეს, არის მორიგი თავდასხმა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაზე, არამედ ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე იმიტომ, რომ ეს არის მორიგი ღია მცდელობა, საქართველოს მოქალაქეებს თავს მოახვიოთ რუსული კანონის სახეცვლილი ვერსია და ასევე, საბოტაჟირება მოახდინოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მაშინ, როდესაც 1 თვეც არ არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განსახილველად. მე თქვენთან მაქვს ერთი მარტივი კითხვა, ბატონო გივი - რისი გეშინიათ და რატომ გეშინიათ ასე ძალიან ქართველი ხალხის, რატომ ეშინია თქვენს პოლიტიკურ ბატონს, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის. პრინციპში, ამ რიტორიკულ კითხვაზეც მარტივი პასუხი მაქვს, ქართველი ხალხის ეშინია იმიტომ, რომ ის ცდილობს ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციას, რაზეც ქართველი ხალხისგან ივანიშვილმა არაერთხელ მიიღო პასუხი. მეტსაც გეტყვით, ეს დრაკონული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს კარვების აკრძალვას, ვერაფრით შეაშინებს და შეაჩერებს ქართველ ხალხს, ამიტომ, ფუჭია თქვენი ეს ძალისხმევა",- განაცხადა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით გუშინ, 3 ოქტომბერს დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)