21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 12:55:32, 556 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - რადიკალური პოზიცია, რომ ვაზიანში არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს

რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

ბურჭულაძის თქმით, აღნიშნული პროექტი შეიძლება პერსპექტიული იყოს.

„კომიტეტის ფარგლებში დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ რადიკალური პოზიცია, რომ აქ არ შეიძლება აეროპორტი აშენდეს, არ არსებობს. პარლამენტის წევრებმა თავდაცვის ძალების პოზიცია მოისმინეს. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა, მდებარეობა“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევების განხორციელების შემდეგ იქნება მიღებული, რომელსაც შესაბამისი სფეროს პროფესიონალი ექსპერტები განახორციელებენ.

„ექსპერტების დაქირავება იქნება, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულება და უფლებამოსილება. მე როგორც ვიცი, 2024 წელს იგეგმება შეფასება, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, გარემოზე ზემოქმედების, ინფრასტრუქტურის, ასევე რა ბენეფიტი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე და ა.შ“,- დასძინა ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics